ეს ქალაქის ისტორიაში ასეთი სიძლიერის მეორე მიწისძვრაა.
7.1 მეათედი ბალის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა დღეს ახალი ზელანდიაში.
ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქი ქრაისთჩარჩია. ეს ქალაქის ისტორიაში ასეთი სიძლიერის მეორე მიწისძვრაა. ასობით ადამიანმა სახლები დატოვა. მნიშვნელოვანი ზარალი ნახა ინფრასტრუქტურამ. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის.
დღესვე, ახალ ზელანდიაში პატარა თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც საჰაერო აკრობატები გადაყავდა ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის სამხრეთით, ჩამოვარდნილ თვითმფრინავში ადგილობრივ ინსტრუქტორებთან ერთად ინგლისელი, ავსტრალიელი, გერმანელი და ირლანდიელი ტურისტები იმყოფებოდნენ. კატასტროფის მიზეზები ცნობილი არ არის.