პოლიტიკური ბატალიები ავსტრალიაში

არჩევნებმა უმრავლესობა ვერ გამოავლინა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის. ორივეს გამარჯვებისათვის საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერა სჭირდებათ. ლეიბორისტების ლიდერმა და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჯულია ჟილარდმა განაცხადა, რომ მან წინასწარი მოლაპარაკებები გამართა მწვანეთა პარტიის დეპუტატებთან უმცირესობასთან მთავრობის ფორმირების მიზნით, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. დამოუკიდებელ დეპუტატებთან მოლაპარაკებები გამართა ეროვნულ-ლიბელარული ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ტონი ებოტმაც. მისი თქმით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობას მთავრობის შეცვლა სურს. გუშინ ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტში ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო 76 ადგილიანი უმრავლესობის მოპოვება, რაც ახალი მთავრობის ფორმირებას საკმაოდ ართულებს.