თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოგანი ოთხ დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეს, ტუნისსა და ლიბიას ეწვევა.
დღეს იგი კაიროს ჩაფრინდება, სადაც შეხვდება ეგვიპტის მმართველი სამხედრო საბჭოს მეთაურს ფელდ-მარშალს მოჰამედ ჰუსეინ ტანტავის და ეგვიპტის პრემიერ-მიისტრს ესამ შარაფს. ამას გარდა არაბული სახელმწიფოების ლიგის წევრებთან შეხვედრისას ერდოგანი ისაუბრებს თურქეთის რეგიონალური პოლიტიკის პერსპექტივებზე. იგი აგრეთვე შეხვდება ეგვიპტის ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებმაც ორგანიზება მოუხდინეს მუბარაკის რეჟიმის დამხობას.