არაბულ სამყაროში დემოკრატია შესაძლებელია

არაბულ სამყაროში დემოკრატია შესაძლებელია

ამერიკელ ექსპერტთა ერთ ჯგუფში მუსირებს ის აზრი, რომ აშშ აქტიურად უნდა იყოს ჩაბმული ახლოაღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში, რათა მშვიდობიანი გზებით მოხდეს ცვლილებების გატარება.

ამერიკის ხმა ამ საკითხზე ესაუბრა ახლოაღმოსავლეთისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის ექსპერტს, ყოფილ ელჩს სირიასა და ისრაელში ედვარდ ჯერეჯიანს. საუბარი შეეხო ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს. ედვარდ ჯერეჯიანს მიაჩნია, რომ დროებით ეროვნულ საბჭოს ძაწინლზე დიდი პრობლემები აქვს მოსაგვარებელი.

-„ მე პესიმისტურად არა ვარ განწყობილი, მაგრამ ძალზე დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება იმის თაობაზე შესძლებს თუ არა დროებითი ეროვნული საბჭო ამ რთული პრობლემის, ახალი მთავრობის შექმნას.“

მისივე თქმით აშშ და სხვა ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ სხვა ქვეყნებში ცვლილებების გატარებას ლიბიაში მიმდიანრე პროცესებში ჩართულნი უნდა იყვნენ, თუმც ამ საკითხს ძალზე ფრთხილად უნდა მოეკიდონ.

-„ჩვენ ნაჩქარევად არ უნდა დავუჭიროთ მხარი რომელიმე დაჯგუფებას. ჩვენ უნდა გავაკომნტროლოდ ის თუ როგორ იხარჯება უცხოეთიდან მიღებული ფულადი სახსრები. ჩვენ პროცესები უნდა წავახალისოთ, მაგრამ დიქტატს არ უნდა მივმართოთ. საბოლოო ანგარიშში ყველაფერი მაინც თვით ლიბიელი ხალხის გასაკეთებელია.“

საუბარი სირიასაც შეეხო. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ბაშარ ალ ასადის 2000 წელს პრეზიდენტად არჩევა ბევრს რეფორმების იმედს უსახავდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა.

11 სექტემბრის ტრაღიკული მოვლენების შემდეგ ედვარდ ჯერეჯიანი საზოგადოებრივი დიპლომატიის დარგში მრჩეველთა ჯგუფის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამერიკის ხმასთან საუბარში მან გაიხსენა ის თუ რა პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდათ მუსლიმურ სამყაროში აშშ-ს მიმართ, მაგრამ ბევრს დღესაც აღიზიანებს აშშ-ს მიერ ისრაელის მხარდაჭერა და არაბულ სამყაროში განსაზღვრული დიქტატორებისადმი ფავორიტიზმი. როგორც მან თქვა გასულ წელს მომხდარ მოვლენებზე აშშ-ს სწორ რეაქციას შეუძლია აშშ-ს სასარგებლოდ დიდი ცვლილებები გამოიწვიოს. მისივე თქმით აშშ-მ ბევრად უფრო მოქნილი და დინამიური მიდგომა უნდა გამოავლინოს ახლოაღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პროცესში. მას მიაჩნია, რომ ახლა კარგი დროა სასიკეთო ძვრებისათვის ახლოაღმოსავლეთში, რადგანაც დღეს პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობა ზომიერ პოზიციებზე დგას და სურს მოლაპარაკების წარმოება ისრაელთან. ხოლო რაც შეეხება თვით ისრაელს იგი როგორც სჩანს ხვდება, რომ პალესტინის მოსახლეობის ზრდის ფონზე მისივე ინტერესებშია ხელშეკრულების უახლოეს მომავალში დადება.