საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ოპოზიციონერმა სალომე ზურაბიშვილმა გნაცხადა, რომ იგი ქართული პოლიტიკიდან მიდის იმის გამო, რომ ქვეყანაში დღეს არ არსებობს ის მინიმალური დემოკრატია, რათა ოპოზიციამ იარსებოს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, იგი ამჟამად მიდის პოლიტიკიდან, თუმც დადგება დრო, როდესაც იგი კვლავ დაუბრუნდება მას. ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა სალომე ზურაბიშვილმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი გაეროს უშიშროების საბჭოში იწყებს მუშაობას.