ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხოტბა შეასხა ინდონეზიის დემოკრატიასა და ამ სახელმწიფოში რელიგიურ შემწყნარებლობას. როგორც მან განაცხადა ინდონეზია ამ პრინციპების ნათელი მაგალითია მთელი მსოფლიოსათვის. ობამას თქმით რელიგიური შემწყნარებლობა ინდონეზიის ერთ-ერთი დამახასიათებელი პრინციპია. მან აღნიშნა, რომ აშშ და ინდონეზია იზიარებენ სულიერ ღირებულებებს, რომელიც როგორც პრეზიდენტმა თქვა შეიძლება გამოიხატოს სიტყვებით „ძალა მრავალფეროვნებაშია“.