ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დღეს ავღანეთის მოსახლეობას მოუწოდა მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში მიუხედავად თალიბების მუქარისა ჩაშალონ ეს არჩევნები. საფრანგეთის ახალი ამბების სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად ავღანეთის აღმოსავლეთში ერთ-ერთ საარჩევნო უბანში ნაღმის აფეთქების შედეგად სამი კაცი დაიჭრა. საარჩევნო უბნების გახსნიდას სულ რამოდენიმე საათში აფეთქებები გაისმა ქაბულში და ჯალალაბადში. როგორც ავღანელი ოფიციალური პირები აცხადებენ მეამბოხეებმა რეაქტიული ჭურვები დაუშინეს ამ ქალაქებს. არაფერია ცნობილი მსხვერპლის შესახებ.