იანუკოვიჩის პოლიტიკა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სამ თვეზე ნაკლებია ქვეყნის ხელმძღვანელი, მაგრამ უკვე ბევრი რამ გააკეთა მისი წინამორბედის დროს რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობების აღსადგენად.

ბატონი იანუკოვიჩის პოლიტიკა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკურ მიმომხილველებში, რომლებიც მიიჩნევენ რომ ის არამარტო უკრაინის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდგება არამედ ქვეყნის გახლეჩის საფრთხეს ქმნის.

ახლახანს ვიქტორ იანუკოვიჩმა კიევში რუსეთის პრეზიდენტს დიდმიტრი მედვედევს უმასპინძლა. შეხვედრას ორი ქვეყნის უმდიდრესი ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ.

გემთმშენებლობის და ავიამშენებლობის მესვეურებმა ამ სფეროებში ორი ქვეყნის ერთობლივ მოღვაწეობას დაუჭირეს მხარი. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მოითხოვს რომ რუსეთმა და უკრაინამ საერთო საბაჟო, საგადასახადო, საბანკო და სადაზღვევო პოლიტიკა გაატარონ და ერთიანი ეკონომიკური სივრცე შექმნან.

კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას დიმიტრი მედვედევმა უკრაინა კოლექტიური უსფართხოების ორგანიზაციაში მიიწვია. მანამდე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ორი ქვეყნის გაზის კომპანიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

იანუკოვიჩი რუსეთის თითქმის ყველა წინადადებას უჭერს მხარს, ამის გამო მას სერიოზულად აკრიტიკებენ. ოიპოზიციონერთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია 2042 წლმადე სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის სამხედრო ბაზის არენდიტ გადაცემამ.. ამის საპასუხოდ რუსეთმა 10 წლის განმავლობაში 30%-ით შეუმცირა უკრაინას გაზის გადასახადი.

ბიზნეს ფორუმის მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების ინიციატივა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს. მისი თქმით:“ ჩვენ ყველა დაინტერესებული მხარის კოლექტიური და შეთანხმებული მოქმედების პრინციპებს ვიცავთ.“

თუმცა ოპონენტები აცხადებენ რომ შავი ზღვის ფლოტის შესახებ მიღწეული შეთანხმება უკრაინის სუვერენიტეტს არღვევს. აღსანიშნავია რომ უკრაინის პარლამენტის უმრავლესობამ აღნიშნულ შეთანხმებას ყოველგვარი განხილვის გარეშე დაუჭირა მხარი, რამაც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კვერცხების სროლა გამოიწვია.

კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას სტუდენტების სკეპტიციზმის საპასუხოდ დიმიტრი მედვედევმა ასე განაცხადა: “მოდით პირდაპირ ვილაპარაკოთ, გამოიყენებს თუ არა რუსეთი შავი ზღვის ფლოტს თავისი მეზობლების წინააღმდეგ, პირდაპირ გეუბნებით რომ არ გამოიყენებს. რუსეთი მშვიდობიანი სახელმწიფოა.“

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო ამაში სრულიადაც არ არის დარწმუნებული. ლონდონის ტაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში ქალბატონმა ტიმოშენკომ განაცხადა რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ყირიმის სტაბილობას ემუქრება, რუსეთთან იანოკოვიჩის პოლიტიკა კი უკრაინას ორად გაყოფისკენ უბიძგებს.

მოსკოვის კარნეგის ცენტრი პოლიტოლოგის ნიკოლაი პეტროვის განცხადებით უკრაინის ახალ პრეზიდენტს მძიმე ეკონომიკური მემკვიდრეობა ერგო წილად, მაშინ როდესაც ევვროკავშირს ამ სფეროში თავისი პრობლემები გააჩნია. ამგვარ პირობებში იანუკოვიჩს აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა რომ უკრაინელი ბიზნესმენების მოთხოვნათა შესაბამისად რუსეთთან ეკონომიკური კავშირები გააძლიეროს.

თუმცა კიევის რაზიმკოვის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით უკრაინელთა უმრავლესობა ევროკავშირთან ინტეგრაციას უჭერს მხარს. საერთაშორისო პროგრამების დირექტორის მიხაილო პაშკოვის განცხადებით ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინის მთავარი სტრატეგიული მიზანია.

ბატონი პაშკოვის განცხადებით უკრაინამ მრავალფეროვანი საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს და უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს იმგავრ ქვეყნებთან ურთიერთობას როგორებიცაა შეერთებული შტატები, ბრაზილია, ინდოეთი და ჩინეთი.

უკრაინელი პოლიტილოგები მიიჩნევენ რომ უახლოეს მომავალში პრეზიდენტი იანუკოვიჩი ყურადღებას რუსეთიდან სხვა სახელმწიფოებზე გადაიტანს. მაშინ როდესაც რუსეთი უკრაინას ახალ-ახალი შეთავაზებებით ანებივრებს კიევი მოსკოვისგან დისტანციერბას ცდილობს. ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით უკრაინა ნეიტრალურ ქვეყნად დარჩება და არ შეუერთდება არც ნატოს და არც კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას.

სამშაბათს უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის მონაწილეობას შავ ზღვაში ამერიკელთა მეთაურობით მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში, როდესაც რუსეთმა ამის გამო პროტესტი განაცხადა.