ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ერთხმად დათანხმდა წინადადებას -შეიქმნას დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც გასულ თვეს, ღაზას სექტორში ჰუმანიტარულ გემზე განხორციელებულ სისხლიან აქტს გამოიძიებს.
ამ ფონზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გააკეთა განცხადება, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორში შექმნილი ბლოკადა ჟენევის კონვენციასა საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღდეგება. კანონის მიხედვით მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დასჯა კატეგორიულად აკრძალულია.
დღეს ახლო აღმოსავლეთის ელჩი ტონი ბლერი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება.ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის აზრით,არსებობს იმედი იმისა,რომ ღაზას სექტორშიუახლოეს მომავალში ბლოკადა შემსუბუქდება.