მთავრობის ძალები იარაღს იყენებენ, რათ ჩაახშონ ანტი-სამთავრობო აქციები, რაც უკვე მეორე დღეა გრძელდება. ადამინის უფლებების ქომაგთა ჯგუფების აქტივისტები ამტკიცებენ, რომ დაუზუსტებელი მონაცემებით 34 კაცია დაღუპული, მას შემდეგ რაც სირიის ჯარი დარააში ტანკების გამოყენებით შევიდა, რათა შეწყდეს დემონსტრაცია. ადგილობრივი მოსახლეობა თავს არიდებს გარეთ გამოსვლას. ქალაქს დღესაც გადაჭრილი აქვს ელექტროენერგია, წყალი და კომუნიკაცია. პოლიციის სპეც-დანიშნულების ძალების კონტინგენტი გადაისროლეს ქალაქ ბანიაში და სირიის დედაქალაქის შემოგარენში. გაეროში აშშ-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სირიის ლიდერი ბაშარ ალ ასადი განზრახ აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში უცხოეთიდან არის ინსპირირებული. მისივე განცხადებით ვაშინგტონს ხელთ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირანის ხელიც ურევია მშვიდობიანი დემონსტრაციების სისხლიანი დარბევის საქმეში.
სირიის ქალაქ დარააში მთელი დღე სროლის ხმა ისროდა.