ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა თანხმობა განაცხადეს თვით გააკონტროლონ ლიბიის საჰაერო სივრცის ფრენებისათვის აკრძალულ ზონად გამოცხადება.
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა ნატო ამ ფუნქციების შესრულებას ამ სამ დღეში დაიწყებს. მისივე თქმით ამას გარდა ნატო ჩაერთვება კოალიციის საავიაციო დარტყმების ოპერაციაში და როგორც მან თქვა ჯერ-ჯერობით ორი პარალელური ოპერაცია განხორციელდება კოალიციური ძალებისა და ნატოსი. როგორც რასმუსენმა აღნიშნა ამ ორიოდე დღეში გამოაცხადებენ ნატოს მიერ მეტი პასუხისმგებლობის აღებას ლიბიაში მიმდინარე კამპანიის წარმართვაზე.