მდგომარეობა ფუკუშიმას ელექტროსადგურზე მკვეთრად გაუარესდა

მდგომარეობა ფუკუშიმას ელექტროსადგურზე მკვეთრად გაუარესდა

იაპონიის მთავრობის მთავარმა რწმუნებულმა იუკიო ედანომ საგანგებოდ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ფუკუშიმას ატომურელექტროსადგურზე რადიაციის დონემ მკვეთრად მოიმატა.

ელექტროსადგურის ტერიტორიიდან სასწრაფოდ გაიყვანეს სამუშაო ჯგუფების წევრები. ამჟამად სპეციალისტები აკვირდებიან რადიაციის გამოსხივების დონეს და იმ შემთხვევაში თუ გამოსხივების დონის შემცირება დაფიქსირდა შეიძლება განახლდეს საგანგებო სამუშაოები. იაპონიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაიღუპა 3000, ხოლო უგზოუკვლოდ არის დაკარგული 10 000-ზე მეტი კაცი.