ესპანეთმა მზადყოფნა გამოთქვა კუბელი დისიდენტებისთვის თავშესაფარის მიცემაზე.
კუბელმა დისიდენტმა გილერმო ფარინასმა, 135-ე დღეზე შეწყვიტა შიმშილობა, კუბის ხელისუფლების მიერ 52 პოლიტიკური პატიმრის განთავისუფლების გეგმების გამო.
ფარინასმა მშრალი შიმშილობა 23 თებერვალს დაიწყო, როდესაც კიდევ ერთი კუბელი დისიდენტი ორლანდო საპატა შიმშილობის 85-ე დღეს გარდაიცვალა.
კუბის კათოლიკურმა ეკლესიამ დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა, დაუყოვნებლივ გაანთავისულოს 5 დისიდენტი, დანარჩენი 47 კი მოგვიანებით გამოუშვას ციხიდან.
ესპანეთმა მზადყოფნა გამოთქვა კუბელი დისიდენტებისთვის თავშესაფარის მიცემაზე.