ლიბიელი მეამბოხეები სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით იცავენ ბრძოლების დროებით შეჩერებას, რომელსაც ვადა შაბათს გასდის.
ქალაქ ბანი ვალიდის რაიონში, რომელიც კადაფის მომხრეთა ერთ-ერთი გამაგრებული ობიექტია მეამბოხეთა დამატებითი ძალების კონცენტრაცია ხდება. მეამბოხეთა წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ადგილობრივი თემების უხუცესებთან და კადაფის მომხრეებთან. მთლიანობაში კადაფის მომხრეები სამ რაიონში არიან გამაგრებული.