დაუზუსტებელი მონაცემებით სირიის მმართველი ბაათის პარტია 228 წევრმა დატოვა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მიერ პრო-დემოკრატიული დემონსტრაციების ძალისმიერი მეთოდებით დარბევისადმი პროტესტის ნიშნად.
მანამდე ქალაქ ბანიასში ამ პარტიიდან სულ მცირე 28 კაცი გავიდა. ამ პარტიიდან ამ გზით გასვლა ერთი თვის წინათ წარმოუდგენელი იყო სირიაში. საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ესპანეთმა სირიის ელჩები ოფიციალურად გამოიძახეს და მოითხოვეს სირიის მთავრობისაგან შეწყვიტოს ძალისმიერი მეთოდებით მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევა. ევრო-კავშირი იხილავს სირიის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესების საქმეს.