სამხრეთი სუდანი გაეროს წევრი გახდა

სამხრეთი სუდანი გაეროს წევრი გახდა

ნიუ-იორკში გაეროს შენობის წინ გაეროს 193 წევრი სახელმწიფოს სამხრეთი სუდანის დროშა აღმართეს.

საზეიმო ცერემონიაზე ასობით დიპლომატი შეიკრიბა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბანკიმუნმა ხოტმა შეასხა სუდანის პრეზიდენტ ომარ ალბაშირს და სამხრეთ სუდანის პრეზიდენტს სალვა კიირს. გაეროში აშშ-ს წარმომადგენელმა სუზან რაისმა აღნიშნა, რომ სუდანის სამოქალაქო ომში უდიდესი ტანჯვისა და სისხლისღვრის შემდეგ სამხრეთ სუდანმა სუვერენულ სახელმწიფოთა შორის მისი კუთვნილი ადგილი დაიჭირა.