საბერძნეთის პარლამენტმა ახალი ინიციატივა დაამტკიცა

საბერძნეთის პარლამენტმა ახალი ინიციატივა დაამტკიცა

საბერძნეთის პარლამენტმა ახალი ინიციატივა დაამტკიცა, რომლის ძალითაც მოხდება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის გამკაცრება.

სანამ პარლამენტი ამ ინიციატივის გარშემო ბჭობდა პარლამენტის გარეთ გრძელდებოდა შეტაკებები საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. პარლამენტის წევრებმა მოიწონეს პრემიერ-მინისტრ პაპანდრეუს გეგმა, რომლის თანახმად უნდა გაიზარდოს საშემოსავლო გადასახადები, შემცირდეს სახელმწიფო ხარჯები და გაიყიდოს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საკუთრება.