მოსკოვში გრძელდება ხოდორკოვსკის ბრალდების კითხვა

მოსკოვში გრძელდება ხოდორკოვსკის ბრალდების კითხვა

მოსკოვის სასამართლოში უკვე მესამე დღეა კითხულობენ ყოფილი რუსი მაგნატის მიხეილ ხოდორკოვსკის ბრალდება. კანონით სანამ 250 გვერდიან ბრალდებას მოსამართლე არ წაიკითხავს , მანამდე განაჩენს ვერ გამოიტანენ. ბრალდების თანახმად ხოდორკოვსკიმ დაუმალა იუკოსის აქციონერებს ამ კომპანიის შემოსავლები. ამას გარდა სასამართლომ იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელი და ხოდორკოვსკის ბიზნეს-პარტნიორი პლატონ ლებედევი დამნაშავედ სცნო იუკოსიდან 218 მილიონი ტონა ნავთობის მოპარვასა და ფულის გათეთრებაში. მოსამართლის განცხადების თანახმად ბრალდებულებმა მოახერხეს ისეთი თაღლითური სისტემის შექმნა, რომლითაც აქციონერები ვერ მოიოვებდნენ ინფორმაციას.