ამერიკის კონგრესი სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

ამერიკის კონგრესი სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

აშშ-ს კონგრესის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ყირგიზეთში პენტაგონის მიერ დაქირავებული ორი კომპანია, რომელითა მოვალეობა იყო ყირგიზეთში განლაგებულ ამერიკული სამხედრო საჰაერო ბაზის საავიაციო საწვავით უზრუნველყოფა, წლების განმავლობაში ყალბ ინფორმაციას აწვდიდა რუსეთს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს კომპანიები ყალბი დოკუმენტების მეშვეობით ყიდულობდნენ რუსებისაგან საავიაციო საწვავს. დოკუმენტებში ყალბად იყო მითითებული ის, რომ ეს საწვავი გამიზნულიიყო სამოქალაქო ავიაციისათვის.დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ კომპანიების მინასა და წითელი ვარსკვლავის მოქმედების შედეგად სერიოზულად დაიძაბა დიპლომატიური ურთიერთობა ამერიკასა და რუსეთს შორის.