გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის განცხადებით, სირიაში სახალხო გამოსვლების დაწყებიდან 2900 ადამიანი დაიღუპა.
ლონდონში მოქმედი ადამიანის უფლებათადამცავი ორგანიზაცია, რომელიც სირიას აკვირდება აცხადებს, რომ იდლიბის პროვინციის ჯაბალ ალ-ზავიას რაიონში სამთავრობო ძალებსა და დეზერტირებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. თურქეთის საზღვრის მახლობლად მიმდინარე ბრძოლის დროს სირიის არმიის 4 ჯარისკაცი დაიღუპა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო თავისი მოვალეობის შესრულება, როდესაც ჩააგდო რეზოლუცია, რომელიც სირიის რეჟიმის სასტიკ მოქმედებას გმობდა.
ქალბატონ კლინტონს პირდაპირ არ დაუსახელებია რუსეთი და ჩინეთი, მაგრამ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას მოუწევს სირიელი ხალხისთვის პასუხის გაცემა, თუ რატომ დაადეს ვეტო საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის და პორტუგალიის მიერ გაეროში შეტანილ რეზოლუციას.