აბასი პალესტინის სახელმწიფოებრიობის ცნობას ითხოვს

აბასი პალესტინის სახელმწიფოებრიობის ცნობას ითხოვს

პალესტინიის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი დღეს გაეროს მიმართავს ოფიციალური წინადადებით სცნოს პალესტინა, როგორც გაეროს სრული წევრი.

აბასმა უარყო ყველა შეთავაზება იმის თაობაზე, რომ არ გადაედგა ეს ნაბიჯი და აღნიშნა, რომ უშუალოდ გაეროს ხელმძღვანელს ბან კი მუნს მიმართავს ამ წინადადებით. აშშ და ისრაელი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებზე ახდენენ ზეწოლას ამ გეგმის წინააღმდეგ მისცენ ხმა ან თავი შეიკავონ კენწის ყრისაგან. აშშ ვეტოთი იმუქრება თუ პალესტინის წინადადებას მიიღებენ.