ნორვეგიაში საგანგებო ცერემონიით დასრულდა გლოვის ერთ თვბიანი პერიოდი, რომელიც მიეძღვნა ივლისში განხორციელებულ ორ ტერაქტში დაღუპული 77 ადამიანის ხსოვნას.
ნორვეგიის მეფემ ჰარალდმა ერს სიტყვით მიმართა. 22 ივლისს ოსლოში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა 8, ხოლო უტოეიას კუნძჯულზე ატეხილი სროლის შედეგად 69 ახალგაზრდა დაიღუპა. ცერემონიას, რომელიც ტელევიზიით გადაიცა თითქმის 7 000 კაცი დაესწრო.