რუსეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები დააკავეს

რუსეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები დააკავეს

მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები შეკრების თავისუფლებას ითხოვდნენ. მოსკოვის ერთ-ერთ მოედანზე მოეწყო ჯდომითი საპროტესტო აქცია. პოლიციამ 40 დემონსტრანტი დააკავა. სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციის მიერ გამართული არასანქციონირებული აქციის ოცი მონაწილე იქნა დაკავებული.