ობამამ სარკოზი თეთრ სახლში მიიღო

ობამამ სარკოზი თეთრ სახლში მიიღო

თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მიუსამძიმრა პრეზიდენტ ობამას არიზონაში მომხდარ სისხლისღვრაში ამერიკელთა დახოცვა. ობამამ თავის მხრივ მიუსამძიმრა ფრანგ ხალხს ნიგერიაში ორი ფრანგი მოქალაქის გატაცება და დახოცვა. ფრანგი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათი აზრით ამ მკვლელობის მიღმა ალყაიდა დგას. შეხვედრისას პრეზიდენტებმა ისაუბრეს გლობალური ეკონომიკის რეფორმირების აუცილებლობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოსულა ეკონომიკური რესესიიდან.