ჩინეთმა განაცხადა, რომ ამერიკელ კანონმდებლების მიერ მიღებული ზომა, რომლის ძალითაც დაისჯებიან ჩინეთი და სხვა ქვეყნები მათი ფულადი ერთეულების ხელოვნური შესუსტებისათვის საერთაშორისო ვაჭრობის კანონის დარღვევას წარმოადგენს. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად ტარიფებს შემოიღებენ იმ ნაწარმზე, რომლებიც ამერიკაში იმ სახელმწიფოებიდან შემოდის, სადაც ხელოვნურადაა შესისტებული ადგილობრივი ფულადი ერთეული. ეს ზომა გააკრიტიკა ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრის წარმომადგენელმა.