აშშ-ს ახალი ელჩი ავღანეთში

აშშ-ს ახალი ელჩი ავღანეთში

ავღანეთში შეერთებულ შტატებს ახალი ელჩი ყავს. რაიან კროკერმა ფიცის დადების ცერემონიაზე დიპლომატებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ავღანეთის დატოვებას არ ჩქარობს. მისივე თქმით, ამერიკას არ აქვს ავღანეთში მუდმივი სამხედრო ბაზების ინტერესი. კროკერის განცხადებით, მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ავღანეთს დატოვებენ, მას იმედი აქვს რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ექნება საშუალება გააგრძელოს მუშაობა ავღანეთის მთავრობასთან ერთად, რათა თავიდან იქნას აცილებული თალიბანის მოძრაობის ხელისუფლებაში ძალით დაბრუნების შესაძლებლობა. „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ ამერიკის მიერ გამოყოფილი მილიარდობით დოლარი ავღანეთის ტრანსპორტირების პროექტზე, თალიბებთან კავშირში მყოფი პირების ხელში ხვდებოდა.