იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა მის ოპოონენტებს ბრალად დასდო მისი დამხობის მიზნით შეთქმულების მოწყობა და აღნიშნა, რომ არა აპირებს გადადგომას.
ქვეყნის დედაქალაქ სანააში ქალთა ჯგუფებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების ძალით უნდა განხორციელდეს. სპარსეთის ყურის რეგიონისა და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც გაერთიანებულ არაბულ საამიროებში არიან შეკრებილნი შეშფოთება გამოხატეს იემენში შექმნილი მდგომარეობის გამო. მათ მხარეებს დიალოგისაკენ მოუწოდეს.