ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაეელის ახალი რაკეტსაეინაღო სისტემის გამოყენებით შესაძლებელი გახდა ღაზიდან ისრაელის მიმართულებით ნატყორცნი რაკეტებიდან 2 განადგურება.
როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს რაკეტები ღაზიდან მეამბოხეებმა გასტყორცნეს და მათი სამიზნე ქალაქი აშკელონი იყო. ნეტანიაჰუს განცხადების თანახმად ისრაელი ყველა ზომას მიმართავს, რათა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. გუშინ პალესტინელმა რადიკალურმა ჯგუფმა ჰამასმა, რომელიც ფაქტობრივად მართავს ღაზის სექტორს გამოაცხადა, რომ ყველა მისი ფრაქცია მზადაა დაიცვას ცეცხლის შეწყვეტა.