სოციალურად დაუცველი და ქუჩის ბავშვები

სოციალურად დაუცველი და ქუჩის ბავშვები

თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან სოციალურად დაუცველი და ქუჩის ბავშვები დღეს საქართველოში ამ თემაზე ჩვენი გადაცემის სტუმარი, ორგანიზაცია "ბავშვი და გარემოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ქალბატონი მარინა მაისურაძე საუბრობს: -" ამ ბავშვების უმრავლესობას, ისევე როგორც მათ მშობლებს, დოკუმენტები არ გააჩნიათ. ასე რომ, ფაქტიურად იურიდიული თვალსაზრისით ისინი არ არსებობენ. აქედან გამომდინარე, მათ აღკვეთილი აქვთ საკუთარი უფლებების რეალიზაციის საშუალება. ასეთი ბავშვების ჩვენს ცენტრებში განთავსენბა ძალიან რთულია, სწორედ იმის გამო რომ მათ არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ. ამის გამო მდგომარეობა მართლაც ძალიან მძიმე, რადგანც სახელმწიფო გვეხმარება იმაში, რომ აღრიცხულ ბავშვებზე წოველ თვე გვიყოფს გარკვეულ თანხას, ეს მხოლოდ ხდება აღრიცხულ და იდენთიფიცირებულ ბავშვებზე.ასეთები მრავლად არიან სამწუხაროდ. საერთოდ ქუჩის ბავშვების საკითხი კვლავ მძიმედ დგას საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი მოხვდეს ჩვენს ცენტრებში. ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია ორი ცენტრი თბილისში ეს არის სადღეღამისო ცენტი "ბეღურები" და დღის ცენტრი "ცისარტყელა". ამ ცენტრებში ბავშვები დაკავებულები არია სწავლით, ფსიქოლოგებთან მუშაობით, სხვადასხვა კომპიუტერული და ენების კურსების შესწავლით. ჩვენ ქუჩა-ქუჩა დავდივართ და ვეძებთ ასეთ ბავშვებს და ვცდილობთ, რომ ისინი მოვიზიდოთ ჩვენს ცენტრებში. "