პაკისტანში ნატოს ავტოკოლონას თავს დაესხნენ

პაკისტანში ნატოს ავტოკოლონას თავს დაესხნენ

პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად ვინაობადაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა პაკისტან-ავღანეთის სასაზღვრო რაიონში თავდასხმა განახორციელეს ნატოს ავტოკოლონაზე, რომელშიც 20 სატვირთო მანქანა შედიოდა. დაუზუსტებელი მონაცემებით ერთი ადამიანი დაიღუპა. გასული კვირის განმავლობაში ამგვარი თავდასხმების მთელი რიგი განხორციელდა თალიბი მეამბოხეების მიერ სასაზღვრო რაიონში. თალობებმა უკვე ორი თავდასხმისათვის იკისრეს პასუხისმგებლობა.