ავღანეთში ნატოს ოფიციალური პირების განცხადების თანახმად ორმა ამერიკელმა მეზღვაურმა ქაბულში მათი დისლოკაცის ადგილი ავტომობილით პარასკევს დატოვა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ავღანელი ოფიციალური პირების განცხადების თანახმად გუშინ ეს ორი ამერიკელი მეზღვაური ნახეს თუ როგორ მიემართებოდნენ ისინი ლოგარის პროვინციისაკენ და როგორ გადავიდნენ ჩარხის ოლქში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებებ. გუშინ თალიბებმა განაცხადეს, რომ ჩარხის ოლქში მათ ორი ამერიკელი სამხედრო იგდეს ხელთ. ამ განცხადების თანახმად ერთ-ერთი ამერიკელი მოკლულია.