ობამა კომენტარს არ აკეთებს

Барак Обама

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ არ დაადასტურა ის ფაქტი, რომ უსინათლო ჩინელი დისიდენტი, რომელიც შინა პატიმრობიდან გაიქცა აშშ-ის მფარველობის ქვეშ იმყოფება. ჟურნალისტების შეკითხვა ჩენ გუნგჩენის თაობაზე ბარაკ ობამამ პასუხგაუცემელი დატოვა. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გამოხატეს შეშფოთება დისიდენტის ბედ-იღბალის შესახებ, თუმცა მისი ადგილსამყოფელის თაობაზე კომენტირებისგან თავი შეიკავეს. ამასთან, დაუდასტურებელი ინფორმაციით ჩენმა თავშესაფარი პეკინში აშშ-ის საელჩოს სთხოვა.