ყირგიზეთის სამხედრო ძალებმა ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში მდებარე უზბეკებებით დასახლებულ უბნებზე რეიდიები მოაწყვეს
თვითმხილველებისა და ადამიანის უფლებების დამცველებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ყირგიზეთის სამხედრო ძალებმა ქვეყნის სამხრეთ რეგიონში მდებარე უზბეკებით დასახლებულ სოფელზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც დაიღუპა ორი და დაიჭრა 23 პირი.
ყირგიზეთის ოფიციალური პირების ცნობით, დღეს სოფელ ნარიმანში განხორციელებული ოპერაციის მიზანი იყო ეჭვმიტანილი დამნაშავე პირების დაკავება და მოსახლეობიდან იარაღის ამოღება. მაგრამ ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფების თქმით, პოლიციამ რეიდი ქალაქ ოშის მახლობლად ჩაატარა გასულ კვირას პოლიციელის მკვლელობის საპასუხოდ.
ყირგიზეთის სამხრეთში მდგომარეობა კვლავინდებურად დაძაბულია. როგორც ცნობილია, 10 ივნისს ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ქალაქებსა ოშსა და ჯალალაბადში ეთნიკური შუღლის ნიადაგზე შეტაკებები დაიწყო, რის შედეგადაც სხვადასხვა მონაცემებით დღემდე დაახლოებით 2,000 ადამიანი დაიღუპა. გაეროს ინფორმაციით კი ძალადობის შედეგად 400,000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. მათ შორის ბევრმა თავს უშველა მეზობელ უზბეკეთში. ხოლო დანარჩენები ყირგიზეთ-უზბეკეთის საღვარს მიადგნენ. ბევრი უზბეკი ლტოლვილი საკუთარ სახლებში დაბრუნებას შიშობს.
ყირგიზი ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ორ სამხრეთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ისინი კლავინდებურად გეგმავენ 27 ივნისს ქვეყანაში ახალი კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარებას.