ბრედ მელდაუმ ახალი დისკი გამოუშვა

piano

ვირტუოზი პიანისტი, ასე მოიხსენიებენ კრიტიკოსები და ექპერტები ახალგაზრდა მუსიკოსს ბრედ მელდაუს, რომლმაც პირველი ხმამაღალი სიტყვა ჯაზში 1995 წელს თქვა, სადებიუტო სოლო კრებულით “Introducing Brad Mehldau”. 2006 წელს კი ვოკალისტთან რენე ფლემინგთან ერთად უკვე კლასიკად აღიარებული “Love sublime” შექმნა.

დღევანდელი ჩვენი რუბრიკა ამ შესანიშნავი მუსიკოსის ახალ კრებულს Live in Marciac –s ეთმობა, რომელიც რამდენემე კვირაა გაყიდვაში გამოვიდა და უმალვე კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. კრებული ორი აუდიო და ერთი DVD დისკისგან შედგება, რომლის ჩანაწერიც საფრანგეთში , ცნობილ მარსიაკის ჯაზ ფესტივალზე გაკეთდა. ჯაზი, კლასიკა, ცნობილი ამერიკული სიმღერები და პოპ კომპოზიციები ახალ ალბომში განსაკუთრებული ოსტატობითა და გემოვნებითაა შერწყმული. ხოლო რაც შეეხება თავად პიანისტის შესრულებას, მის იმპროვიზატორულ ნიჭს კრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ ლეგენდარულ კეიტ ჯარეტს ღირსეული მეტოქე გამოუჩნდა. "აღფრთოვანებას იწვევვს ის თუ როგორ ფლობს ის ინსტრუმენტს" აცხადებს ცნობილი ჯაზ კრიტიკოსი ჯოსეფ ველა.

კრებული "Live in Marciac" ძირითადად ახალი კომპოზიციებისგან შედგება თუმცა საინტერესოა ის ფაქტი რომ მუსიკოსი დაუბრუნდა ძველ სამ ნაწარმოებსაც ცნობილი სოლო კრებულიდან "Elegiac cycle"' .

"Trailer park ghost", "goodbye storuteller"' da "resignation" კონცერტის შუა კულმინაციურ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ამავე დროს საღამოს ყველაზე ემოციური ნაწილიცაა. კონცერტის ერთ-ერთი უკანასკნელი კომპოზიცია კი გახლავთ „my favorite things’ რომელიც ბრედ მელდაუს მიერ პირველად შესრულდა და ერთგვარად კონცერტი დააგვირვინა კიდეც . ერთ-ერთ ინტერვიუში თავად მუსიკოსმა ღნიშნა რომ მას მანამდე საჯარაოდ არასდროს დაუკრავს ეს კომპოზიცია , ხოლო ჯონ კოლტრეინის მიერ მისი შესრულება მისთვის საკრალური იყო. როდესაც მსმენელმა ის ტაშის ქვეშ კონცერტის დასასრულს კვლავ სცენაზე დააბრუნა, ბოლო წუთს გადაწყვიტა ამ კომპოზიციის შესრულება. ის, რომ 13 წლის ასაკში კოლტრეინისეულმა შესრულებამ მასში გადატრიალება მოახდინა, ის რომ ბავშვობაში ამ კომპოზიციის ორიგინალურ ვერსიას კინოფილმის მუსიკის ჰანგების საშუალებით ისმენდა, ყველა ეს შეგრძნება სცენაზე განსაკუთრებული ემოციით გადმოიღვარა.

"Live in Marciac"-ი ბრედ მელდაუს სოლო კარიერის წარმატების არაჩვეულებრივი ნიმუშია, რომელიც გაყიდვაში თებერვალში გამოვიდა. მსმენელს კი შანსი ეძლევა რომ არამარტო მოისმინოს , არამედ ნახოს ამ კონცერტის ცოცხალი შესრულება.