რესეთ-ბელორუსის დავა ბუნებრივი აირის ირგვლივ

რუსეთი ბელორუსისთვის უკვე მესამე დღეა გაზის მიწოდების შემცირებას განაგრძობს. მინსკის მხრიდან არსებული გაზის პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება.

რუსული კომპანია გაზპრომის გენერალური დირექტორის ალექსეი მილერის განცხადებით, შეზღუდვა გაზის მიწოდებაზე დღეს 60 პროცენტამდე გაიზარდა.

მოსკოვი მინსკს 200 მილიონ დოლარიანი დავალიანების დაფარვას თხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ბუნებრივი აირის 85 პროცენტამდე შემცირებით იმუქრება.

მინსკი ვალის არსებობას უარყოფს.