ხალხის უკმაყოფილება პოლიციის მიერ სამორინეს გაძარცვაში ეჭმიტანილის მკვლელობამ გამოიწვია.
საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ქალაქ გრენობლში მომხდარი არეულობის შედეგად, უამრავი ავტომანქანა დაიწვა.
პოლიციის ინფორმაციით, გააფთრებული ბრბო ქუჩაში გამვლელ ავტომობილებს ესხმოდა თავს და მაღაზიებს უკიდებდა ცეცხლს.
ხალხის უკმაყოფილება პოლიციის მიერ სამორინეს გაძარცვაში ეჭმიტანილის მკვლელობამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ღამის განმავლობაში არეულობის მონაწილეთა და პოლიციას შორის ორმხრივი სროლა მიმდინარეობდა.
გაზეთ "ლე მონდის" ცნობით, ახალგაზრდობა ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც დაღუპულის ხსოვნას ადგილობრივმა იმამმა მიაგო პატივი.