რუსეთში ძალიან ცხელა

სიცხემ საფრთხე შეუქმნა მოსავალს.

რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყანაში გახშირებული ხანძრების მიზეზი წლევანდელი ცხელი ზაფხულია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის 16 რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული უკიდურესი სიცხეების გამო, რამაც საფრთხე შეუქმნა მოსავალს და ბოლო 130 წლის განმავლობაში სარეკორდო გვალვები გამოიწვია.

რუსების დიდი რაოდენობა ქალაქის სიცხეს თავს მდინარეებისა და ტბების სანაპიროებზე აღწევს. აქაც პრობლემაა და საგრნობლად იმატა წყალში დაღუპულთა რაოდენობამ.

რუსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთში მარტო გასულ კვირას 200 ადამიანი დაიხრჩო. ცხელი ამინდების დაწყებიდან კი სულ 1000ი ადამიანი დაიღუპა.