სარაევოში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში

ტრაგედიის მე-15 წლისთავზე დაღუპულებს სრებრენიცის მახლობლად დაკრძალავენ.

ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა პატივი მიეგოთ 1995 წელს სრებრენიცაში სერბების მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნისთვის.

ავტომანქანების კოლონამ 775 ადამანის ცხედარი ჩამოასვენა ახლახანს აღმოჩენილი მასობრივი საძმო სამარხებდან. მთელი გზა ყვავილებით იყო მოფენილი. ამ ტრაგედიის მე-15 წლისთავზე , დაღუპულებს სრებრენიცის მახლობლად დაკრძალავენ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე საშინელი ომის დანაშაული 1995 წლის ივლისში მოხდა, როდესაც სერბთა შეარაღებულმა რაზმებმა 8000-ზე მეტი მუსულმანი მამაკაცი დახოცეს, რომელთა შორის პატარა ბიჭებიც იყვნენ.