ავღანეთში მყოფმა სენატორებმა შეშფოთება გამოხატეს პრეზიდენტ ბარაკ ობამას გეგმის გამო, 2011 წლის ივლისში დაიწყოს ავღანეთიდან ჯარების გაყვანა. სენატორმა ჯონ მაკეინმა ეიბისის სატელევიზიო ქსელს განუცხადა, რომ არ ეთანხმება ობამას გეგმას. მისივე თქმით თუკი შენი მოწინააღმდეგისათვის ცნობილია შენი ქვეყნიდან გასვლის ზუსტი თარიღი, იგი მის მოქმედებას შესაბამისად მიუსადაგებს ამ თარიღა. როგორც მაკეინმა თქვა აშშ-მ არ უნდა დატოვოს ავღანეთი, სანამ იქ უფრო დიდი გავლენის მქონე მთავრობა არ შეიქმნება. სენატორმა ჯოზეფ ლიბერმანმა განაცხადა, რო ჯარის გაყვანის თარიღის წინასწარი გამოცხადება ფაქტობრივად ეუბნება ავღანელ ხალხს, თალიბებსა და მთელს რეგიონს იმას, რომ აშშ ავღანეთს დატოვებს მიუხედავად იმისა თუ რა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში უშიშროების კუთხით.