რინჩენ სამდრუპი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ჩინეთის სასამართლომ წამყვან ტიბეტელ გარემოს დამცველს ქვეყნის ორ ნაწილად გამოფის მცდელობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რინჩენ სამდრუპი თავს დამნაშავედ არ ცნობს, გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მას 10 დღე აქვს.
სამდრუპმა ტიბეტის სულიერი ლიდერის, დალაი ლამას შესახებ საკუთარ ვებ-გვერდზე სტატია გამოაქვეყნა, სწორედ ეს გახდა მისი გასამართლების მიზეზიც.
გასული წლის აგვისტოში სამდრუპი და მისი უმცროსი ძმა დაკავებულები იყვნენ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისთვის ბრაკონიერობის დაბრალებისთვის.