მექსიკაში გუბერნატორობის კანდიდატი მოკლეს

მექსიკაში გუბერნატორობის კანდიდატი მოკლეს

მექსიკელი პოლიტიკოსი რუდოლფო ტორე კანტუ, რომელიც ტამა ულიპას შტატის გუბერნატორის პოსტისათვის იბრძოდა ვინაობადაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ვარაუდით ეს ნარკობარონთა ბანდის წევრებმა ჩაიდინეს. მასთან ერთად მისი ოტ ი თანაშემწეც მოკლეს. მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ტერაქტი იმაზე მიუნიშნებს, რომ მექსიკის ნარკო-კარტელები ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ 4 ივლისისათვის დაგეგმილ არჩევნებზე. საგულისხმოა, რომ მაისის თვეში კიდევ ერთი მექსიკელი პოლიტიკოსი ხოსე მარიო გუახარდო და მისი ვაჟიშვილი მოჰკლეს.