აშშ-ში რუსი ჯაშუშები დააპატიმრეს

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დაპატიმრებულია 10 პირი, რომელსაც ბრალად ედებათ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუსობა. დაპატიმრებულიდან რვას ბრალდებად წაუყენეს აშშ-ს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ფართემასშტაბიანი საჯაშუშო ოპარაციის ჩატარება. მთლიანობაში ჯაშუშობა ბრალად ედება 11 კაცს. 11-იდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ 10 შეიპყრეს. ერთს ჯერაც დაეძებენ. როგორც იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებშია ნათქვამი ჯაშუშთა მიზანი იყო აშშ-ში იმ წრეებში შეღწევა, რომლებიც აშშ-ს პოლიტიკას მიმართავენ. რუსი ჯაშუშები აიყვანეს ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, მასაჩუსეთში და ვირჯინიაში. დაპატიმრებულებიდან ორს ჯაშუშობის გარდა ფულის გათეთრებაც ედებათ ბრალად.