დიდი ოცეულის შეხვედრა დასრულდა

დიდი ოცეულის წევრ სახელმწიფოებს მიეცემათ უფლება შეამცირონ დეფიციტი საკუთარი მოთხოვნილებების მიხედვით.

მსოფლიოს წამყვანი განვითარებადი და განვითარებული სახელმწიფოების ლიდერები ტორონტოში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრიდან მშობლიურ ქვეყნებში დაბრუნდნენ. დიდი ოცეულის შეხვედრაზე მიღებულ იქნა სამოქმედო გეგმა,რომლის თანახმადაც მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა სახელმწიფოებმა მიიღეს დაპირება, რომ ისინი სამი წლის განმავლობაში დეფიციტს გაანახევრებენ.

კანადის პრემიერ მინისტრმა სტივენ ჰარპერმა ხსენებული სამოქმედო გეგმა ტორონტოში გამართული დიდი ოცეულის შეხვედრის მიწურულს გამოაქვეყნა.

დიდი ოცეულის წევრ სახელმწიფოებს მიეცემათ უფლება შეამცირონ დეფიციტი საკუთარი მოთხოვნილებების მიხედვით თითოეულ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაისახა დეფიციტის შემცირება 2013 წლისათვის. ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა:

„შეერთებულ შტატებში 2013 წლისათვის მე დავისახე გავანახევრო ჩვენი დეფიციტი. ჩვენი ევროპელი პარტნიორების ერთი ნაწილი საკმაოდ რთულ გადაწყვეტილებებს ღებულობს. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ფისკალური ჯანმრთელობა ხვალ დამოკიდებულია სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდაზე დღეს.“

თუმცა პრეზიდენტმა ობამამ აგრეთვე გამოთქვა შეშფოთება, რომ სახელმწიფო დანახარჯების მკვეთრმა შემცირებამ შეიძლება შეანელოს ეკონომიკური ზრდის ტემპი.

ამას გარდა დიდი ოცეულის ლიდერებმა მიაღწიეს არასავალდებულო შეთანხმებას 2016 წლისათვის ბიუჯეტის დაბალანსების შესახებ.

ევროპელი ოფიციალური პირები კი იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ევროკავშირის ფულადი ერთეულის ევროს მიმართ ნდობა მალე აღსდგება.