ამერიკა ამკაცრებს სანქციებს ირანის მიმართ

ამერიკა ამკაცრებს სანქციებს ირანის მიმართ

სენატის საბანკო კომიტეტის თავმჯდომარემ კრის დოდმა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჰაუვარდ ბერმანმა განცხადება გააკეთეს, რომლის თანახმად ამიერიდან ამერიკულ ფინანსურ სისტემაში ჩართვის უფლება არ მიეცემა იმ უცხოურ ბანკებს, რომლებსაც საქმიანი ურთიერთობა აქვთ ირანის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან ან რევოლუციურ გვარდიასთან. ამას გარდა ამერიკულ ბაზრებს გამოეთიშებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც ირანს ნავთობ-პროდუქტებს აწვდიან. მიუხედავად იმისა, რომ ირანი ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორა მას ბენზინისა და რეაქტიული ძრავებისთვის საწვავის უცხოეთიდან იმპორტი უხდება. ეს კანონპროექტი მომავალ კვირას უნდა განიხილოს წარმომადგენელთა პალატამ.