ტერორისტი სიკვდილით დასაჯეს

ტერორისტი სიკვდილით დასაჯეს

აბდულმალიკ რიგი თებერვალში ირანის უშიშროების სამსახურმა დააპატიმრა.

ირანმა სიკვდილით დასაჯა სუნიტური ისლამური დაჯგუფების ლიდერი, რომელიც ტერაქტებს აწყობდა ქვეყნის სამხრეთში.

აბდულმალიკ რიგი თეირანის ევინის ციხეში ჩამოახრჩვეს. დაჯგუფება ჯუნდალას ლიდერი,მის მიერ მოწყობილი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახების თვალწინ გამოასალმეს სიცოცხლეს.

აბდულმალიკ რიგი თებერვალში ირანის უშიშროების სამსახურმა დუბაი ყირგიზეთის რეისის თვითმფრინავიდან მოხსნა.

ორგანიზაცია ჯუნდალამ შარშან ბელუჯისტანის პროვინციაში მომხდარ ტერაქტზე იკისრა პასუხიმგებლობა, რომლის დროსაც 57 ადამიანი მათ შორის ირანის რევოლუციური გვარდიის წევრები დაიღუპნენ.