წუხელ ერაყში დაუზუსტებელი მონაცემებით სულ მცირე 20 ადამიანი მოკლეს. ერაყის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად ვინაობადაუდგენელმა ოფიციალურმა პირებმა ერაყ-სირიის სასაზღვრო რაიონში 7 ერაყელი ჯარისკაცი მოკლეს. ქაბულიდან ჩრდილოეთში ქალაქ ტუზ ხორმატოში ავტომობლში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 8, ხოლო დაიჭრა 60 კაცი. პოლიციამ იქვე მეორე ავტომობილი აღმოაჩინა, რომელშიც ნაღმი იყო დამონტაჟებული, თუმც მისი აფეთქება ვერ მოასწრეს. ქალაქ ბაქუბაში ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა 1, ხოლო დაიჭრა 27 კაცი.