ტერორისტული აქტები ბაღდადში

უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სახელმწიფო მოხელე და მისი ცოლშვილი გამოასალმეს სიცოცხლეს.

ერაყის პოლიციის განცხადებით,დღეს ბაღდადის აბუ ღრაიბის რაიონში, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სახელმწიფო მოხელე და მისი ცოლშვილი გამოასალმეს სიცოცხლეს.

დღესვე ქალაქ ბაქუბაში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა.

ერაყის პოლიციის განცხადების თანახმად, ქალქ ფალუჯაში ალ-ყაიდამ ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ ერთ-ერთი აქტიური მებრძოლის მთელი ოჯახი ამოწყვიტა. ეს პიროვნება სუნიტური მილიციის წევრი იყო, რომელიც 2006-2007 წლის განმავლობაში ამერიკელeბის მხრადამხარ იბრძოდა ალ-ყაიდას წიააღმდეგ.