ირანმა განაცხადა, რომ ღაზას ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდის და იქ ამ რამოდენიმე დღეში საპარლამენტო ჯგუფს მიავლენს. ირანის მხრივ პალესტინისადმი დახმარების საზოგადოების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას თეირანიდან დახმარებით დატვრთული ავტოკოლონა თეირანიდან ირანის პორტ ბანდა რამასში ჩაიტანს ტვირთს, ხოლო იქდან ზღვით ამ ტვირთს ღაზას მიაწვდიან. მისივე თქმით ტვირთის კიდევ ერთი პარტია ირანიდან სტამბულამდე იქნება გადატანილი, ხოლო სტამბულიდან კი ღაზის მიმართულებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად ღაზის სექტორში ცალკე ჩავა ირანის პარლამენტის წევრთა მცირე ჯგუფი.