ჩეჩნეთში პოლიციელებმა ორი მეამბოხე მოკლეს

მეამბოხეები უკვე დიდი ხნის განმავლობაში იძებნებოდნენ მათი კრიმინალური აქტივობის გამო.

ჩეჩნეთში პოლიციელებმა ორი მეამბოხე მოკლეს

ჩეჩნეთის ოფიციალური პირების განცხადებით, შეიარაღებული დაპირისპირების დროს პოლიციელებმა ორი მეამბოხე მოჰკლეს.

როგორც რამზან კადიროვის პრესსპიკერი აცხადებს, დღეს პოლიცია სპეცოპერაციას ატარებდა , როდესაც მეამბოხეებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "იტარ ტასი" კი იუწყება, რომ მეამბოხეები უკვე დიდი ხნის განმავლობაში იძებნებოდნენ მათი კრიმინალური აქტივობის გამო.