დასავლეთ სანაპიროზე ისრაელი ახალ სახლებს აგებს

დასავლეთ სანაპიროზე ისრაელი ახალ სახლებს აგებს

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა მდინარე იორდანეს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე 277 ახალი სახლის აგება ებრაული დასახლებისათვის.

ეს გეგმა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა დაამტკიცა. მანამდე ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში ებრაელთათვის 1600 ახალი საცხოვრებლის აგების გეგმა დაამტკიცა.